რუსეთის პრეზიდენტის მიზნები უკრაინას სცდება. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა პორტუგალიურ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (RTP) ინტერვიუში განაცხადა.
რობ ბაუერის თქმი, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებას ისახავს მიზნად.
რობ ბაუერმა ინტერვიუს დროს ასევე უპასუხა შეკითხვას, მოიგებს თუ არა ომს უკრაინა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორივე მხარეს აქვს პრობლემები, მათ შორის ამუნიციისა და გადაღლილობის კუთხით, მაგრამ უკრაინას აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ მათ იციან რისთვის იბრძვიან. რობ ბაუერის თქმით, რუსებმა არ იციან, რისთვის იბრძვიან.
„ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, როგორც NATO, ისე მთლიანად მსოფლიო უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით“, - აღნიშნავს რობ ბაუერი.