Jerusalem Post-ი დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ირანის მხრიდან საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისა, 29 იანვარს ირანში სამხედრო ქარხანაზე თავდასხმა „ფენომენალური წარმატება“ იყო.
Jerusalem Post-ის მოხსენების თანახმად, ადგილზე ოთხი აფეთქებს ხმა გაისმა და მიყენებული ზიანი „სახურავის მცირე დაზიანებას“, რასაც თეირანი ამტკიცებდა, ბევრად სცილდება.
გამოცემა წერს, რომ გასულ წლებში მოსადმა (ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ) ირანის ბირთვულ ობიექტებზე არაერთი მსგავსი წარმატებული თავდასხმა განახორციელა.
ისრაელს 29 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ირანში, ისპაანში ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საბრძოლო მასალის წარმოების ცენტრში ძლიერი აფეთქება 29 იანვარს, გამთენიისას მოხდა. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ აფეთქება უპილოტო თვითმფრინავის „წარუმატებელი“ თავდასხმის შედეგია.