Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
დღეის მდგომარეობით, ისრაელში ვაქცინის ორივე დოზით 715,425 ადამიანი აცრეს, მათგან ვირუსი მხოლოდ 0,004%-ს, 317 ადამიანს შეხვდა.
ისრაელის კვლევით ფონდმა- Maccabi Health-მა რამდენიმე დღის წინ, გაავრცელა ინფორმაცია,რომ 163,000 პირიდან ვინც კორონავირუსის ორი დოზა გაიკეთა, Covid-ით 0,001% დაინფიცირდა.
ისრაელში დღეში 200 000 ადამიანი იცრება. ამ კვირაში 35 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს.
ისრაელში 5 იანვირდან Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს.