უცხოური გემის ეკიპაჟმა, რომელიც რუსეთის მიერ ხერსონის პორტის ბოლო დაბომბვისას დაზიანდა, დნეპერში ნავთობის გაჟონვა დააფიქსირა. შესაბამისი განცხადება ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა.
„მტრის დაბომბვის შედეგად უცხოური კომპანიების კუთვნილი ორი ხომალდი დაზიანდა. შედეგად, ნავთობპროდუქტებმა დნეპერში გაჟონა. ახლა გემის ეკიპაჟმა გაჟონვის ლოკალიზება მოახერხა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ჭურვმა ერთ-ერთ ხომალდს კორპუსი და საწვავის შესანახი ადგილი გაუნადგურა.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, 2023 წლის 24 იანვარს რუსეთის ძალებმა ხერსონის პორტს ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა თურქეთის „ტუზლა“ და კიდევ ერთი გადამზიდავი, რომლის სახელიც არ იყო ნახსენები.