ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენის (IBS) მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.
სამშენებლო სამუშაოების საზეიმო გახსნას, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ენერგეტიკის მინისტრები როზენ ხრისტოვი და დუბრავკა დედოვიჩი, ასევე Bulgartrnasgaz-ის დირექტორი ვლადიმერ მალინოვი დაესწრებიან.
ცერემონიის დაწყებამდე რადევი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ვუჩიჩთან.
ცნობისათვის, ინტერკონექტორის საერთო სიგრძე დაახლოებით 170 კილომეტრი იქნება ბულგარეთის ქალაქ ნოვი ისკარიდან სერბეთის ნისამდე განთავსდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 1,8 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
პროექტი ევროკავშირის პრიორიტეტულ სიაშია და სპეციალიზებული ფონდი (Connecting Europe Facility, CEF) აფინანსებს.