საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
 
დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
 
 
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and მდგომარე ადამიანები გამოსახულება
 
შეიძლება იყოს 4 ადამიანი, მდგომარე ადამიანები, კოსტუმი and შენობაში გამოსახულება
 
შეიძლება იყოს 13 ადამიანი and მდგომარე ადამიანები გამოსახულება
 
შეიძლება იყოს 11 ადამიანი, მდგომარე ადამიანები and შენობის გარეთ გამოსახულება