პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინას პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სხვა სახის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამის შესახებ რეგიონის ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი.
დოკუმენტს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში მოაწერეს ხელი.
„ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების დიდ მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
ტექტში ასევე ნათქვამია, რომ საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, ქვეყნებს პოტენციური საფრთხეებისადმი ერთნაირი ხედვა აქვთ და, შესაბამისად, მოწადინებულნი არიან, გააძლიერონ უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყნების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.