ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს NATO-ში გაწევრიანების უფლება „ომის დასრულებისთანავე“. NATO-ს გადამდგარმა გენერალმა, აღნიშნა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად იქნება“, შეუერთდეს ალიანსს კონფლიქტის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, ჩეხეთი იყო პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გაგზავნა.