გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკების გარდა Leopard 1-ებსაც გადასცემს.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს ტანკები ქარხნების საცავებიდან იქნება გამოყოფილი და, უკრაინაში, შეკეთების შემდეგ, შესაძლოა უკრაინას ნებისმიერ დროს გადასცენ.
ამასთან, როგორც მედია წერს, გერმანულ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს ათობით Leopard 1-ის შეკეთება სურთ და უკრაინას მიყიდიან, თუ კიევისგან ამისი სურვილი იქნება.
ასევე მედია წერს, რომ გერმანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ კატართან, რათა კიევისთვის გადასაცემად გამოესყიდათ Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის თვითმავალი სისტემები, რომლებიც დოჰამ ბერლინისგან მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის დასაცავად შეიძინა. საუბარია Gepard-ის 15 ერთეულზე.