საქართველო TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის შემდეგი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
2023 წლის 10 თებერვალს თბილისში სამთავრობათაშორისო კომისიის (IGC) TRACECA-ს მეთექვსმეტე ყოველწლიური სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც IGC TRACECA-ს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს საქართველო ბულგარეთის რესპუბლიკისგან მიიღებს.
ბულგარეთის რესპუბლიკა IGC TRACECA-ს 2021 წლის 21 ოქტომბრიდან თავმჯდომარეობს.
„აღსანიშნავია, რომ მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და TRACECA-ს პროგრამის შექმნის 30 წლის იუბილესა და „ევროპის განვითარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების შესახებ“ (კავკასია-აზიის დერეფანის ხელშეკრულების) ხელმოწერის 25 წლისთავს ეძეღვნება.
შეხვედრას დაესწრებიან MLA მხარეების მთავრობების ოფიციალური წარმომადგენლები, IGC TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს (PS) მუდმივი წარმომადგენლები (ეროვნული მდივნები) MLA-ში მონაწილე ქვეყნებში, დამკვირვებლები სამთავრობათაშორისო კომისიაში.
ლიეტუვა და საბერძნეთი, თურქმენეთის წარმომადგენლები, როგორც TRACECA პროგრამის მონაწილე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და TRACECA-ს პარტნიორები.
შეხვედრის დღის წესრიგის ფარგლებში დაგეგმილია მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებასთან, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობასთან, საზღვაო ტრანსპორტის განვითარებასთან და TRACECA დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.
დღის წესრიგში ასევე გათვალისწინებულია შემდგომი ინსტიტუციური განვითარების საკითხების განხილვა.
დისკუსიების დროს IGC სხდომა გეგმავს დაამტკიცოს დოკუმენტები, კერძოდ, საზღვრის გადაკვეთის საკითხებზე ცხელი ხაზის კონცეფცია, საავტომობილო გამშვები პუნქტების შეფასების მეთოდოლოგია ახალ გამოცემაში და მეთოდოლოგია TRACECA დერეფნის მარშრუტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გენერირების მეთოდოლოგიას.
რომლებიც შექმნილია საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გასაადვილებლად და TRACECA დერეფნის გასწვრივ საქონლის მოცულობის გაანგარიშების ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ განსახილველ დოკუმენტებს შორისაა TRACECA-ს ფონდის, ბიზნეს საბჭოს, დიგიტალიზაციის სამუშაო ჯგუფის შექმნა, ასევე პროფესიონალი მძღოლების უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დერეფნის გასწვრივ და კასპიის ზღვაზე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გემის კონცეფცია და სხვა საკითხები.
TRACECA-ს ქვეყნები განიხილავენ საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის TRACECA-ს სანებართვო სისტემის ფუნქციონირების შედეგებს 2021 წელს, MLA მხარეების მიერ IGC-ის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას განხორციელების შესახებ.
გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თურქმენეთის MLA-ში შეერთების საკითხი. ამჟამად, MLA მხარეების უმეტესობა დათანხმდა გაწევრიანებას.
IGC-ის შედეგებზე დაყრდნობით, დაგეგმილია საბოლოო დოკუმენტების - თბილისისა და ერთობლივი დეკლარაციის მიღება მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების შესახებ TRACECA დერეფნის გასწვრივ და IGC-ის შეხვედრის საბოლოო რეზოლუციები“, - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.