დღეს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა (SOCAR) და რუმინეთის კომპანოამ (Romgaz) აზერბაიჯანიდან რუმინეთში გაზის მიწოდებაზე ხეელშეკრულება გააფორმეს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში იქნება 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში.
„მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან აზერბაიჯანმა დაიწყო დამატებითი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება რუმინეთში. ორი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიები - რომგაზი და სოკარი ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამ შეთანხმების მიხედვით, 2023-2024 წლებში ჩვენს ქვეყანაში დამატებითი გაზი შემოვა.
ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ორივე პროექტი - სამხრეთის გაზის დერეფანი და წყალქვეშა კაბელი, რომელიც განხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის - ხელშესახებ წვლილს შეიტანს ევროკავშირში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ბატონ პრეზიდენტ ალიევთან“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.