გერმანია და შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ, სტოკჰოლმი უკრაინას სავარაუდოდ, რაკეტებს და გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამშვებებს მიაწვდის, იტყობინება Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით.
გერმანიამ შვედეთს სთხოვა, IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან თავსებადი გამშვები მოწყობილობები უზრუნველყოს.
Bloomberg-ის ცნობით, სამი დამატებითი IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის უკრაინას. ამ ტიპის დახმარება კიევმა ბერლინისგან 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.