„თურქეთის ავიახაზებმა“ დღეს გამოაცხადა, რომ 5 და 6 თებერვალს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში 238 ფრენას აუქმებს. ამის მიზეზად, კომპანია უამინდობას ასახელებს.
გასულ პარასკევს ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ცვლილებები განრიგში ძლიერი თოვლის გამო, რომელიც სტამბულში 5 თებერვალსაა მოსალოდნელი.
კომპანიამ რეკომენდაცია გაუწია მგზავრებს, რომ წინასწარ შეამოწმონ ფრენების სტატუსი თურქეთის ავიახაზების ვებსაიტზე.
სტამბულის აეროპორტი მდებარეობს თურქეთის მეტროპოლიის ევროპულ ნაწილში.
სტამბულში ასევე მოქმედებს საბიჰა გოკჩენის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს მის აზიურ ნაწილში.
ამ საჰაერო ჰაბში ფრენების გაუქმების ან გადაგეგმვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.