თურქეთის ისკენდერუნის პორტში ხანძარი გაჩნდა, რამაც ოპერაციები შეაჩერა და აიძულა სატვირთო ლაინერები, გემები სხვა პორტებში გადაეყვანათ. მანამდე, ორშაბათს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პორტი, რომელიც ჰათაის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, მიწისძვრის გამო დაზიანდა.
წამყვანი გლობალური კონტეინერების გადაზიდვის ჯგუფი AP Moller Maersk ამბობს, რომ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მიწისძვრის ეპიცენტრის გარშემო, მათ შორის ისკენდერუნის პორტში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
მხოლოდ ჰათაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 1200-ზე მეტი შენობა დაინგრა.