საქართველოში ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ ექნება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
"რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს უპირობოდ, საქართველოში შემოსვლა შეეძლება", - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხოელებს, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი და საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაიკეთონ PCR-ტესტი. შესაბამისად, მათ აღარ ექნებათ თვითიზოლაციის ვალდებულება.
"ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს: ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი“, - განაცხადა თურნავამ.
როგორც ცნობილია, ტესტირების პასუხის გარეშე ჩამოსულებისთვის სავალდებულოა კარანტინი.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.
ცნობილია,რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის .
ცნობილია,რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან