მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 თებერვალს მოლდოვის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო სოფელ ბრიჩენის მახლობლად, რაკეტის ნაწილი აღმოაჩინა.
რაკეტის წარმომავლობა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განცხადებაზე დართულ ფოტოზე დიდი ჭურვი ჩანს.
ეს არის მეოთხე შემთხვევა, როდესაც რაკეტის ნაწილი მოლდოვის ტერიტორიაზე ჩავარდა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთმა დაიწყო მასობრივი სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე. სამინისტროს ცნობით, ბოლო ინციდენტი 14 იანვარს მოხდა.
უკრაინის სამხედროებმა 16 თებერვალს გამთენიისას, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მე-15 მასობრივი სარაკეტო დარტყმის ფონზე 16 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 32 რაკეტა გაისროლა.