უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, თავისი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დასავლური იარაღი მშვიდობასთან დააახლოებას ნიშნავს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია.
„რუსეთის თავდასხმები უკვე რამდენიმე მიმართულებით ხდება“, - აღნიშნავს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, თანამედროვე იარაღი აჩქარებს მშვიდობას. „იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის", - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს.