თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.
ამასთან, ძლიერმა ბიძგებმა თურქეთში 264 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.