თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰაკან იასინოღლუ 278 საათის განმავლობაში იყო ჩარჩენილი ჰატაის პროვინციაში მიწასთან გასწორებული შენობის ქვეშ, როდესაც სამაშველო სამსახურმა ის იპოვა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.