უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, NATO-ს სამიტს ვილნიუსში პირადად დაესწროს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვაში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს არის ჩვენი გეგმა", - აღნიშნა ელჩმა პეტრო ბეშტამ.
Reuters-ის ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.
ცნობისთვის, რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი უცხოური ვიზიტი 2022 წლის დეკემბერში ვაშინგტონში განახორციელა, ასევე იმყოფებოდა პოლონეთში, ამ წლის თებერვალში კი, ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში იმყოფებოდა.