თურქეთი, შვედეთი და ფინეთი აპირებენ, განაახლონ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, იუწყება RBC-Ukraine STV-ზე დაყრდნობით.
„შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მარტში განახლდება“, - განაცხადა კრისტერსონმა.
უფრო ადრე, 20 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდებოდა.
შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე.