მთავრობის კანცელარიასთან აქციაა

ამ წუთებში მთავრობის კანცელეარიასთან აქციაა.

აქციას რესტორნების წარმომადგენლები მართავენ. ისინი ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ და რესტორენების გახსნის ნებართვას და მუშაობის დაწყებას ითხოვენ.

რესტორნების წამრმომადგენელები თვლიან, რომ მათ რეგულაციების დაცვით, შეუძლიათ მუშაობის გაგრძელება.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

რესტორატორთა ასოციაცია: ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 250 000 ადამიანის დასაქმება.

თბილისის 200-მდე რესტორანი პროტესტის ნიშნად გატანის სერვისს აჩერებს.