დღეიდან გერმანია, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გერმანიის მხრიდან სამგზავრო შეზეღუდვები უწესდებათ ისეთ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემთვევები დიდია. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, პორტუგალა, ირლანდია, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ლესოტო და სვაზილენდი.
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი ეხება გერმანიის მოქალაქეებსა და გერმანიაში ბინადრობის უფლების მქონე პირებს, რომლებიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდებიან.
როგორც ცნობილია, შეზღუდვა სულ მცირე 17 თებერვლამდე იქნება ძალაში.
ცნობისთვის, ჩეხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.
საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს.