ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უნდა განიხილებოდეს

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულებისთანავე უნდა განიხილებოდეს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა Suspilne-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა თავისი „საშინაო დავალება“ ტექნიკური თავსებადობის თვალსაზრისით. ასევე არის სრული თავსებადობა ღირებულებების და გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების კუთხითაც.

„აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ არ იყოს მიმდინარე კონფლიქტი ან ტერიტორიული დავა. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, როგორც კი უკრაინა მიმდინარე კონფლიქტის დროს გახდება NATO-ს წევრი, ალიანსი გახდება ამ კონფლიქტის მხარე. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება, თუ რა მასშტაბური იქნება კონფლიქტი NATO-რუსეთს შორის ამ შემთხვევაში. დიდი ალბათობით, თუნდაც, ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამდენად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ომის დასრულებას და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. და აქ წამოიწევს NATO-ში წევრობის საკითხი“, - განუცხადა პაველმა.