ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის დღის დაწესებას ითხოვენ

ოჰაიოს შტატის "რესპუბლიკელი" კანონმდებლები წინადადებით გამოდიან, შტატის ტერიტორიაზე 14 ივნისი (ტრამპის დაბადების დღე) "პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღედ" გამოცხადდეს. ინფორმაციას The EPOCH Time-ი ავრცელებს.

კონონმდებლების ჯონ კროსისა და რეჯი სტოლცფუსის თქმით, დონალდ ტრამპის დამსახურების დასაფასებლად საჭიროა ერთი დღის არჩევა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს მიეძღვნება.

" ვაჩვენოთ ოჰაიოს ამომრჩევლებს, რომ ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანო, მზად ვართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიღწევების აღიარებისთვის",- ნათქვამია მემორანდუმში, რომელიც კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს გაუგზავნეს.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმისთვის სენატი აქტიურად ემზადება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლოო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯია. 229 მომხრითა და 195 მოწინააღმდეგით წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.