სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი ანნა ნაღდალიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მიმდინარეობს მუშაობა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის მოსამზადებლად. ვიზიტი 12 ოქტომბერს შედგება,“- წერს ნაღდალიანი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამინი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.