გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შოლცმა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვხა ხაზი. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელი მშვიდობისთვის იმ ძალზე საშიში საფრთხის გამო, რომელიც მოდის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ, მოვახდინოთ ორგანიზება ერთობლივი ნაბიჯებით და გავხადოთ შესაძლებელი ის, რომ უკრაინის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ მთელი ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა შოლცმა.