დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება. ამავდროულად იცვლება ქვეყანაში შემოსვლის წესები, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
როგორც ცნობილია, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ, ხოლო არა ვაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ. ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კი, მათ განმეორებით PCR-ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ.
გარდა ამისა, იხსნება საზღვარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებისთვის. ისინი ნეგატიური ტესტის საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა, სავალდებულო იქნება კარანტინში გადასვლა.
1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე
საქართველოში უპირობოდ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინა ექნებათ გაკეთებული
რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის