ევროკავშირის უმაღლესი კომისარი: ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების

"ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Twitter-ში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი რუსეთში მასობრივი დაკავებებსა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს.

„ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების. რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“,- წერს ბორელი „ტვიტერზე“.

რუსეთში გუშინ გამართულ ანტისამთავრობო და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები და ალექსეი ნავალნის მეუღლე, რომელიც მეორეჯერ დააკავეს.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მოსკოვში ჩავა და ლავროვს შეხვდება