დღეიდან თბილისსა და რეგიონებში სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგება

დღეიდან თბილისსა და რეგიონებში არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგება.

ამასთანავე, დაშვებული იქნება გასახდელების ფუნქციონირება და ნივთების გადაცვლა.

გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც.

სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციებს დაევალათ, ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომლების არანაკლებ 20%-ს კორონავირუსზე სავალდებულო შემოწმება ჩაუტარონ.

გავრცელებული ინფორმაციით, თებერვალში ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

სავაჭრო მოლები და არასასურსათო მაღაზიები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ

ღია და დახურული ბაზრობების გახსნა, სავარაუდოდ 15 თებერვლიდან იგეგმება.

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება

დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

დღეიდან, მომსახურების სააგენტო პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს

დღეიდან აჭარაში კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ