დონალდ ტრამპმა ახალი ადვოკატები აიყვანა

დონალდ ტრამპმა ორი ახალი ადვოკატი დაიქირავა, რომლებიც იმპიჩმენტის პროცედურაზე მისი დაცვის ჯგუფს უხელმძღვანელებენ. ინფორმაციას Inquirer-ი ავრცელებს.

ყოფილი პრეზიდენტის მთავარი დამცველები იურისტები დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი იქნებიან. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე ადვოკატი საკუთარი იმპიჩმენტის საქმეს მოულოდნელად ჩამოაშორა.

დონალდ ტრამპს, რომელმაც თანამდებობა 20 იანვარს დატოვა, კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერების შეჭრის წახალისებაში ადანაშაულებენ.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლოო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯია. 229 მომხრითა და 195 მოწინააღმდეგით წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.