დღეიდან,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.

სკოლები სრულად უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

ორ კვირაში ერთხელ, სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

ამავდროულად, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, გაგრძელდება სკოლების მონიტორინგი.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, მასწავლებლებს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება

დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

დღეიდან, მომსახურების სააგენტო პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს

დღეიდან აჭარაში კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ