საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პოსტი იმის შესახებ, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა 10 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.