აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო აცხადებს, რომ ახალი მოწყობილობებით, რომელსაც ამერიკა საქართველოს მიაწვდის, ქართველი ჯარისკაცები ურთიერთქმედებას ღამის პირობებშიც შეძლებენ.
„ვაპირებთ, შემოვიტანოთ სითბური ხედვის მოწყობილობები, ძირითადად ინდივიდუალური, თუმცა გარკველი რაოდენობა დამონტაჟდება საბრძოლო ტექნიკაზეც. ერთ-ერთი ამოცანაა, რომ საქართველომ უკეთესად აკონტროლოს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და თვალყური ადევნოს რუსების მოქმედებას. ამ აღჭურვილობით ქართელი ჯარისკაცები ურთიერთქმედებას ღამის პირობებშიც შეძლებენ. NATO არ ჩერდება, როდესაც მზე ჩადის“, - განაცხადა ჯოზეფ ბილბომ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.