პრემიერი ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე: უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც

"გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც", - ასე გამოეხაურა საქართველოს პრემიერ-მინიტრი გიორგი გახარია ჩხოროწყუს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს.

„​შეფასება შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს. აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

როგორც ცნობილია, ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირაში მოარეცხინეს.

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო.

ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელი: მინდოდა, მოსწავლეებისთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის