„რამშტაინის” ფორმატში უკრაინის საკითხზე დღეს მორიგი შეხვედრა იგეგმება

უკრაინის პარტნიორები დღეს „რამშტაინის” ფორმატში მორიგ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, გუშინ ის, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაისა ოლონგრენთან ერთად, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებს ეწვია, სადაც “რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.