შავი ზღვაში, საკარიას საბადოდან თურქეთში გაზის ტრანსპორტირება სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.
„ჩვენ მივყვებოდით გეგმას, მაგრამ მიწისძვრების გამო შეფერხება მოხდა. ჩვენ ვგეგმავთ მიწოდების დაწყებას აპრილის ბოლოს,” - განაცხადა დონმეზმა.
საკარიას საბადო 2020 წელს აღმოაჩინეს. მისი რეზერვები დაახლოებით 400 მილიარდი კუბური მეტრს შეადგენს. მიწოდების დაწყების შემდეგ 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40 მილიონ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, გაზის ტრანსპორტირების დაწყების თარიღად თავდაპირველად მარტი სახელდებოდა.