თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა და შავი ზღვის გაზს მომხმარებელი Filyos-ის საწარმოდან მიიღებს.
თურქეთი განაგრძობს შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას.
შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში, მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება.
შავ ზღვაში საკარიას საბადოზე სამუშაოებს თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) სახელმწიფო BOTAŞ-თან თანამშრომლობით ახორციელებს.
გაზის ტრანსპორტირება მოხდება საბადოდან, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 170 კმ-ში მდებარეობს და ფილოსის ქარხანას სპეციალური მილსადენით უკავშირდება.
მედიის ცნობით, პირველ ეტაპზე 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი ამოტუმბება. თუმცა, სადგურის პოტენციალი დღეში 50 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს.
გაზსაზომი სადგური დაახლოებით ერთ წელიწადში აშენდა და საცდელი სამუშაოებისთვის მზადაა.