ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვს ეწვია. სი ძინპინი იქნება პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, ვინც პუტინს ხელს ჩამოართმევს მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია.
ჩინეთმა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, მაგრამ ამავე დროს გააძლიერა კავშირები მოსკოვთან.