სი ძინპინი მოსკოვში: დარწმუნებული ვარ, რუსეთი პუტინს 2024 წელს ხელახლა აირჩევს

ჩინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინს ექნება რუსი ხალხის მხარდაჭერა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რუსი ხალხი ხელახლა აირჩევს მას.

„თქვენი ძლიერი ხელმძღვანელობის შედეგად, რუსეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი მტკიცედ დაგიჭერთ მხარს თქვენს კარგ საქმეში“, - განაცხადა სი ძინპინმა.

დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მტკიცედ დაგიჭერთ მხარს თქვენს კეთილ საქმეში“.

სი ძინპინი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელმაც პუტინს ხელს ჩამოართვა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახალ იმპულსს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას", - ციტირებს სი ძინპინის სიტყვებს AFP. მან რუსეთს და ჩინეთ შორის პარტნიორობას სანდო უწოდა.