კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარომადგენლებმა ისრაელის მთავრობასთან ვიდეოკონფერენციია გამართა. ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან დიპლომატიური კავშირი დაამყარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, სელჩოს იერუსალიმში გახსნის.
ახალი შეთანხმება, დიპლომატიური კავშირის შესახებ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიწყო.
აშშ-ის ინიციატივით მუსულმანურმა ქვეყნებმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყეს.
სექტემბერში, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსოვოს და მისი მეტოქე სერბეთის ლიდერები თეთრ სახლში გამართულ სამიტზე შეკრიბა იმ მიზნით, რომ სამუშაო ამ ორ ბალკანელ მეზობელს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით წინ წაწეულიყო.