ტრამპმა კოსოვოსა და სერბეთის “ისტორული შეთანხმების” შესახებ განაცხადა

სერბეთმა და ნაწილობრივ აღიარებულმა (მაგრამ არა ბელგრადის მიერ) კოსოვოს რესპუბლიკამ ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარი არ მიდის, ისევე, როგორც ბელგრადსა და პრიშტინას შორის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ შეთანხმებაზე.

გამოცხადდა ასევე, რომ კოსოვოს ისრაელი აღიარებს და მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.