იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაინც ჩატარდება

პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაინც ჩატარდება, ინფორმაციას Japan Times-ი ავრცელებს.

ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ თამაშების ორგანიზატორთა კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის თვალსაზრისით, ოლიმპიური თამაშები მაინც გაიმართება",- განაცხადა მორიმ.

ორგანიზატორები და მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება.

იაპონია განსაკუთრებულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებელს ებრძვის. ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა ოსაკას, ჰიოგოს, კიოტოს, აიტის, გიფუს, ფუკუოკასა და ტოტიგის პრეფექტურებში 7 თებერვლამდე იქნება ძალაში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მოელის, რომ ტოკიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაახლოებით 6 ათასი სპორტმენი მიიღებს მონაწილეობას.

თავდაპირველი გეგმით, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობა უნდა მიეღო დაახლოებით 200 ქვეყნის 11 000 სპორტსმენს და დელეგაციების სხვა წევრებს, მაგრამ კორონავირუსის გამო, ცერემონიის მასშტაბების შემცირება გადაწყდა.

„სპორტსმენთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშებზე მუშაობის გასამარტივებლად, აუცილებლად მივიჩნევთ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის გადახედვას, ასევე იმას, აღლუმის მონაწილეები რა გზით შევლენ სტადიონზე," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.