გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: იმუნიზაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყანას ვაქცინის დამატებითი დოზები 2022 წლისთვისაც დასჭირდება

იმუნიზაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყანას ვაქცინის დამატებითი დოზები 2022 წლისთვისაც დასჭირდება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის ამ კომენტარს The Guardian-ი ავრცელებს.

იენს შპანმა განაცხადა, რომ ის მზად არის, რუსეთისა და ჩინეთის ვაქცინის გამოყენებაზე, თუ მათ ევროკავშირის მარეგულირებელი დაამტკიცებს. მინისტრის თქმით, ის შეშფოთებულია იმუნიზაციის დაბალი ტემპით და აცხადებს, რომ "რუსული და ჩინური ვაქცინის გამოყენება შესაძლოა ქვეყანას პანდემიის დამთავრებაში დაეხმაროს".

ევროკავშირის მარეგულირებელმა გასულ კვირას AstraZeneca-ს ვაქცინა დაამტკიცა, თუმცა ქვეყანა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის ბრიტანული ვაქცინით აცრას ჯერჯერობით არ გეგმავს. ქვეყნის ჯანდაცვის მთავარი ორგანოს, Robert Koch-ის ინსტიტუტის თქმით, ამ ასაკის ჯგუფისთვის AstraZeneca-ს მხრიდან "არასაკმარისი მონაცემებია" ხელმისაწვდომი.

იენს შპანის თქმით, ევროპის იმუნიზაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყანას ვაქცინის დამატებითი დოზები 2022 წლისთვისაც დასჭირდება.