ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ოფიციალურად აღიარების შემდეგ, მოსკოვი ერევნის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს.

რუსული სამთავრობო სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს, ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს.

ამასთან, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება.

შეგახსენებთ, სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება.

28 მარტს, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის სტატუტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ტექსტი გამოაქვეყნა.