ირანის საგარეო საქმეთა მინსიტრი: სამხრეთ კავკასიაში საკითხები „3+3“ პლატფორმით უნდა მოგვარდეს

სამხრეთ კავკასიაში საკითხები 3+3 პლატფორმის საშუალებით უნდა გადაწყდეს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, იუწყება Report-ის რუსული ბიურო.

მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს თეირანში „3+3“ პლატფორმის ახალი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა.

„ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური ინსტრუმენტები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რათა რეგიონში ეკონომიკური შესაძლებლობები განვითარდეს“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყება პერიდულად ააქტიურებს თემას და აცხადებს, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება.


შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.

გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრა რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს.