ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის თავის ქვეყანას მომავალი ომისთვის ამზადებს და მისი სიტყვები სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Foreign Affairs-ი წერს.
სი ძინპინმა სამთავრობო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა გასული ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ მალე გაიზრდება კიდევ 7.2%-ით.
გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში ოფიციალურმა პეკინმა მიიღო ახალი კანონები სამხედრო მზადყოფნის შესახებ, კერძოდ, საუბარი იყო ტაივანის სრუტის მიმართულებით ახალი ბომბთავშესაფრების აშენებაზე. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქმნება „ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის“ ოფისები.
სი ძინპინმა 2022 წლის სექტემბერშიც განაცხადა, რომ აუცილებელია კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე.