საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მისი სამუშაო ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული. მეოთხე პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტს ეხება.
„მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, - განაცხადა დანიგენმა.
ამავე მოსმენიდან:
- საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა
- საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას
- საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა
- რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია