ქვეყნებს, საიდანაც მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებს, თურქეთი  დაემატება

"უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა აქვს თავის ქვეყნის მიერ გაცემული, საქართველოში დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლებს შემოსვლას". ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

თურნავას განცხადებით, ქვეყნების ჩამონათვალს საიდანაც მოქალაქე PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლას შეძლებს საქართველოში, თურქეთი რესპუბლიკაც დაემატება.

"ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ქვეყანაში PCR ტესტის ჩატარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, იმიტომ რომ წყარო იყო ტურისტების ჩვენი მეზობელი ქვეყანა და ასევე საკმაოდ ბევრი ვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით ქვეყნების სია თითოეულში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მუდმივად იცვლება.

1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გაუქმდა.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის

საქართველოში უპირობოდ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინა ექნებათ გაკეთებული