პორტუგალიური F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი საჰაერო პოლიციის მისიას გამოეყო, რათა IL-76 რუსული სამხედრო თვითმფრინავების იდენტიფიცირება და დაკავება მოეხდინა.
NATO-ს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი დაფრინავდა მატერიკული რუსეთიდან კალინინგრადის ექსკლავისკენ საერთაშორისო წყლების ზემოთ, ბალტიის ზღვის სანაპიროზე (ესტონეთი).
შესაბამისი ფოტო პორტუგალიის საჰაერო ძალებმა აღბეჭდეს.
ალიანსის ცნობით, პორტუგალიელი მებრძოლები რუსული თვითმფრინავის იდენტიფიცირების შემდეგ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ლიეტუვაში.
პორტუგალია NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიის 62 -ე როტაციას ხელმძღვანელობს. ოთხმა F-16 მა გასული კვირის დასაწყისში დაიწყოს მისია და 30 მარტს აიღო პასუხისმგებლობა რეგიონის საჰაერო სივრცის დასაცავად. ამ მისიას ის რუმინეთის საჰაერო ძალებთან ერთად ასრულებს.
2004 წელს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის შეთანხმების დღიდან, NATO-ს მოკავშირეებმა საჰაერო პოლიციის მისიის განთავსება გადაწყვიტეს სიაულიაიში, რათა სამი ბალტიელი მოკავშირის ტერიტორიული მთლიანობა დაეცვათ.